რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის დისკუსიებზე იმსჯელეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ დიალოგის ფორმატი განიხილა, როგორც საბოლოო მზადება შემდეგი რაუნდისთვის, რომელიც დაგეგმილია ივლისის შუა რიცხვებში. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პრინციპული პოზიცია ჟენევის ფორმატის ეგიდით მდგრადი მოლაპარაკებების პროცესის მხარდასაჭერად, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.

„პრაქტიკული თვალსაზრისით, ძირითადი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადებაზე, ერთის მხრივ, საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, მეორე მხრივ, ძალის გამოუყენებლობასა და დელიმიტაციაზე. ასევე ქართულ-აფხაზურ და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე მათი შემდგომი დემარკაციით", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება