საფრანგეთი ნიკა გვარამიას შეწყალებას მიესალმება, მისი სასამართლო პროცესი მედიის თავისუფლებისადმი და სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი საქართველოს ერთგულებას კითხვის ქვეშ აყენებდა, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი.
„საფრანგეთი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, გადაწყვეტილებას შეიწყალოს სატელევიზიო არხის მფლობელი ნიკა გვარამია.
ბატონი გვარამიას სასამართლო პროცესმა და განაჩენმა კითხვები გააჩინა მედიის თავისუფლების გარანტირებისადმი და სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი საქართველოს ერთგულების შესახებ.
როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა კატრინ კოლომინამ, 28 აპრილს თბილისში ვიზიტისას გაიმეორა, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
საფრანგეთი მოუწოდებს მთავრობასა და ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში გაერთიანდნენ რეფორმების დასაჩქარებლად, კონკრეტულად კი 21 ივნისს ევროკომისიის ანგარიშში გამოკვეთილ თორმეტ საკვანძო პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროგრესზე ფოკუსირდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.