აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი - ვიმედოვნებთ, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციას შეამცირებს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დააახლოებს

ვიმედოვნებთ, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციას შეამცირებს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დააახლოებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას შეიწყალოს ჟურნალისტი ნიკა გვარამია. ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს პოლარიზაციას და საქართველოს ხალხს მათ მიერ დასახულ მიზანთან - ევროკავშირში გაწევრიანებასთან - დააახლოებს”, - წერს მილერი.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა