რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე სარაკეტო დარტყმას უარყოფს. ამის შესახებ უწყების მიერ “ტელეგრამის” პირად არხზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა განცხადება და ვიდეოკადრები თითქოსდა “რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ „ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის ბანაკებზე დარტყმის შესახებ” რეალობას არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციას წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალები ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების არეალში საბრძოლო ამოცანების შესრულებას განაგრძობენ.