რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პრიგოჟინს „შეიარაღებული აჯანყების ორგანიზებისთვის” 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, "ვაგნერის" ლიდერს ევგენი პრიგოჟინს „შეიარაღებული აჯანყების ორგანიზებისთვის” 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის გენერალური პროკურატურა “ტელეგრამის” ოფიციალურ არხზე ავრცელებს.

“2023 წლის 23 ივნისის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო განყოფილების მიერ კანონიერად და გამართლებულად სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული ე.ვ. პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე სტატიით შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების ფაქტზე.

მის ქმედებებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

ამ დანაშაულისთვის დასჯა 12-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს.

მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან გასარკვევად მიდიან და „ეს სამხედრო გადატრიალება არაა“.

„შოიგუ ამ წამს როსტოვიდან გაიქცა. ლაჩრულად გაიქცა, როგორც ქალაჩუნა. იმისთვის, რომ არ აეხსნა, რატომ ასწია ვერტმფრენები ჩვენი ბიჭების(ვაგნერელების) გასანადგურებლად, რატომ ახორციელებდა სარაკეტო დარტყმებს. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება… ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები არანაირად არ უშლის ხელს სამხედროებს. ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა“, - განაცხადა პრიგოჟინმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის