ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, „ვაგნერმა” სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და როსტოვში შედიან

„ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, „ვაგნერმა” სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და როსტოვში შედიან. ამის შესახებ ინფორმაციას ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახური “ტელეგრამში” ავრცელებს. „ამ მომენტისთვის სახელმწიფო საზღვარი ყველა ადგილას გადავკვეთეთ. მესაზღვრეები ჩვენთან მოდიოდნენ და ჩვენს მებრძოლებს ეხუტებოდნენ. ახლა როსტოვში შევდივართ.

[რუსეთის] თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა, უფრო სწორად კი ახალწვეულებმა, რომლებიც გადმოისროლეს ჩვენთვის გზის გადასაკეტად, გვერდზე გაიწიეს. ჩვენ ბავშვებს არ ვებრძვით, ბავშვებს არ ვკლავთ. ბავშვებს შოიგუ კლავს იმით, რომ გაუწვრთნელებს ომში აგდებს.

ამიტომ ჩვენ მხოლოდ პროფესიონალებს ვებრძვით, მაგრამ წინ თუ დაგვიდგება ვინმე - ყველაფერს გავანადგურებთ, რაც წინ დაგვიდგება…

ჩვენ წინ მივდივართ, ბოლომდე მივდივართ. რაც შეეხება დაპატიმრების შესახებ განცხადებებს, ეს ძმობაა, ეს სამართლიანობაა, ეს ღირსებაა, ეს ნამუსია, რაც ჩვენ გვაქვს და როდესაც ამ განცხადებებს აკეთებთ, თქვენ ეს გრძნობები არ გაქვთ, განადგურებული გაქვთ ეს გრძნობები, ამიტომ შეუძლებელია ღალატის მეტი რამე გესმოდეთ,” - განაცხადა პრიგოჟინმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება