კრემლმა რუსეთის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა დააანონსა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ვლადიმერ პუტინი ვიდეომიმართვას გაავრცელებს.

პუტინის მიმართვის თემა არ ხმაურდება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან იქნება დაკავშირებული.

ცნობისთვის, „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”

პრიგოჟინის თქმით, “ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია“.

მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. მოგვიანებით გავრცელდა პრიგოჟინის კიდევ ერთი განცხადება, რომ „ვაგნერს“ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აქვს აყვანილი.

ამასთან, რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია სახელმწიფო შენობები.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით