გიორგი გახარია - მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო - უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან, საფრთხე რეალურია!

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოს“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისა და რუსეთთან საზღვრების დროებით ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.

გიორგი გახარია აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს.

მისივე შეფასებით, საფრთხე რეალურია.

„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.

საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან.

მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო“, - წერს გახარია.

ცნობისთვის, „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან”.

პრიგოჟინის თქმით, „ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია“.

მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. მოგვიანებით გავრცელდა პრიგოჟინის კიდევ ერთი განცხადება, რომლის თანახმადაც, „ვაგნერს“ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აქვს აყვანილი.

ამასთან, რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია სახელმწიფო შენობები.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა