მე-4 ქვეით ბრიგადაში ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?” გაიმართა

ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?” გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თამაშში თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 30 გუნდი მონაწილეობდა.

„თამაშს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა. საინტერესო და დაძაბული თამაშის შედეგად სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდის ტიტული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტს ხვდა წილად, მეორე და მესამე ადგილები კი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გუნდმა და სპეციალური ოპერაციების ძალებმა გადაინაწილეს.

გამარჯვებული გუნდების თითოეულ წევრს ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორებისგან სამახსოვრო ბუ გადაეცათ, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

თავდაცვის უწყებაში „რა? სად? როდის?” სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანს ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობა და გუნდური სულისკვეთების ამაღლება წარმოადგენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა