რამზან კადიროვი აცხადებს, რომ პრიგოჟინის შეიარაღებული აჯანყება „ზურგში დანაა“ და ის პუტინის მიმართვას მხარს უჭერს

„ბიბისის“ ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამბობს, რომ „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული აჯანყება „ზურგში დანაა“ და ის ვლადიმერ პუტინის მიმართვას მხარს უჭერს.

„მივმართავ მებრძოლებს, ქვეყნის ყველა პატრიოტს, არ აყვეთ პროვოკაციებს. რა მიზნებსაც არ უნდა გისახავდნენ, რასაც არ უნდა გპირდებოდნენ, სახელმწიფოს უსაფრთხოება და რუსი ხალხის ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია“, - ამბობს რამზან კადიროვი „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ მიმართვაში.

კადიროვი ასევე აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული გვარდიის ჩეჩენი მებრძოლები უკვე „დაძაბულობის კერებისკენ“ გაემართნენ.

მიმართვის დასასრულს, კადიროვი ამბობს, რომ „აჯანყება უნდა ჩაიხშოს და თუ ეს უფრო მკაცრი ზომების მიღებას ითვალისწინებს, ისინი ამისთვის მზად არიან“.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს