მოსკოვის მისასვლელებთან ბლოკპოსტების და თავდაცვითი პოზიციების აგება დაიწყეს

მოსკოვის მისასვლელებთან ბლოკპოსტების და თავდაცვითი პოზიციების აგება დაიწყეს. სიმფეროპოლის გზატკეცილზე (М2 „ყირიმი“) ქალაქ სერპუხოვის რაიონში გადაკეტილია ხიდი. ასევე შეზღუდულია მოძრაობა პარალელურ ტრასაზე М4 "დონი", რომელზეც ვაგნერის კოლონა გადაადგილდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტრატეგიული ხიდი ქვიშით სავსე თვითმცლელებითა და წყლით სავსე სარწყავი მანქანებით არის გადაკეტილი,

„სერპუხოვში ათასობით სამხედროა მობილიზებული, ისინი თავდაცვითი საშუალებებით: ტყვიამფრქვევებით, ნაღმმტყორცნებით, არიან შეიარაღებულები. ხიდს იცავენ", - წერენ ადგილობრივები.

ასევე ნაწილობრივ გადაკეტილია ტრასა „ურალი“, რომელიც მოსკოვიდან სამხრეთით რიაზანზე გადის.

„მდგომარეობა მოსკოვში: სამხედრო ტექნიკა, პოლიცია და კომუნალური ავტომობილები ქალაქის შესასვლელთან. ასევე გამოჩნდა სამხედრო ვერტმფრენები", - წერს გამოცემა „ოსტოროჟნო მოსკვა“.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა