ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის სისუსტე აშკარაა

„ტელეგრამზე“ გავრცელებულ მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ზელენსკი განცხადებაში ამბობს, რომ „ის, ვინც ბოროტების გზას ირჩევს, თავს ინადგურებს“ და „რუსეთის სისუსტე აშკარაა“.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, „რაც უფრო დიდხანს განაგრძობს რუსეთი თავისი ჯარისკაცებისა და დაქირავებული მებრძოლების უკრაინაში გაგზავნას, მით უფრო მეტ ქაოსს, ტკივილსა და პრობლემებს მიიღებს“.

„რუსეთი პროპაგანდის საშუალებით თავის სისუსტესა და მისი მთავრობის უგუნურებას ნიღბავდა. ახლა კი ისეთი ქაოსია, რომ ტყუილის დამალვა შეუძლებელი ხდება. და ეს ყველაფერი ერთი ადამიანის გამო... რომელსაც არაფრის ლიდერობა არ შეუძლია. რუსეთის სისუსტე აშკარაა“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო