შარლ მიშელი - რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ის რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან კონტაქტზეა.

„რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღების ვაკვირდები ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან ერთად“, - განაცხადა მიშელმა.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმაც.

როგორც სუნაკმა „ბიბისის“ განუცხადა, ის მოკავშირეებთან რუსეთში მიმდინარე შეიარაღებული აჯანყების განხილვას გეგმავს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ამ წუთებში ვითარდება. ჩვენ მოკავშირეებთან კონტაქტზე ვართ. რამდენიმე მათგანთან მალევე საუბარს ვაპირებ. ყველაზე მნიშვნელოვანი, ისაა, რომ ყველა მხარემ პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და სამოქალაქო პირები დაიცვას“, - განაცხადა სუნაკმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა