ძვირფასო ქართველებო, თქვენი მთავრობა დასავლეთს ტოვებს ქვეყნისთვის, რომელიც ომშია საკუთარ თავთან, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
კინზინგერი ქართველებს მიმართავს, ქვეყნის რუსეთისთვის მიყიდვის უფლება მთავრობას არ მისცენ.
„ძვირფასო ქართველო ერო და ქართველო ხალხო: თქვენი მთავრობა დასავლეთს ტოვებს ქვეყნისთვის, რომელიც ომშია საკუთარ თავთან. საქართველოს დასავლეთით უნდა წასვლა, არ მისცეთ თქვენს მთავრობას უფლება [საქართველო] რუსეთს მიყიდოს“, - წერს კინზინგერი.