ენტონი ბლინკენი - რუსეთში მოვლენების განვითარების პარალელურად, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან აშშ მჭიდრო კოორდინაციაში რჩება

რუსეთში მოვლენების განვითარების პარალელურად აშშ მჭიდრო კოორდინაციაში რჩება მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„დღეს „დიდი შვიდეულია“, საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ვისაუბრე, რათა რუსეთში მიმდინარე სიტუაცია განგვეხილა. მოვლენების განვითარების პარალელურად შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში დარჩება“, - წერს ბლინკენი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს