მოსკოვის მერი - მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული, სიტუაცია რთულია - მიღებულია გადაწყვეტილება ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდეს

მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული, სიტუაცია რთულია. ამის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.

„ძვირფასო ქალაქელები, მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. სიტუაცია რთულია. რისკების მინიმიზაციის მიზნით ოპერატიული შტაბის ფარგლებში ჩემს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდეს - სახელმწიფო უწყებებისა და უწყვეტი ციკლის სამრეწველოების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ქალაქის სამსახურების გამონაკლისით. გთხოვთ, ქალაქში მგზავრობისგან მაქსიმალურად შეიკავოთ თავი. ცალკეულ კვარტლებში და ცალკეულ გზებზე მოძრაობის გადაკეტვაა შესაძლებელი“, - წერს სობიანინი.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება