მიმდინარე მოვლენების გამო, რუსეთის მოქალაქეებისთვის ლატვიის ვიზების გაცემის და საზღვარზე შემოსვლის საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრი ედგარს რინკევიჩსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ლატვია ახლოდან აკვირდება რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და მოკავშირეებთან ინფორმაციას ცვლის. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერებულია, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის ან საზღვარზე შემოსვლის საკითხი, მიმდინარე მოვლენები გამო არ განიხილება. ამ მომენტისთვის ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს,” - წერს რინკევიჩსი.