მოსკოვისა და ტულას ოლქებში მთავარ ჩქაროსნულ მაგისტრალ M-4 “დონზე“ მოძრაობის შეზღუდვები კვლავ ძალაშია, - ინფორმაციას მედია საშუალებები რუსეთის ფედერალურ საგზაო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, ტულასა და მოსკოვის ოლქების M-4 „დონის“ (გზატკეცილის) გასწვრივ მოძრაობის შეზღუდვა ძალაში რჩება“, - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისათვის, M4-ი მოსკოვს სამხრეთ ნაწილთან აკავშირებს და რუსეთის ხელისუფლებამ ის შაბათს დაკეტა, როდესაც „ვაგნერის“ მებრძოლებმა როსტოვი დაიკავეს.