„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - ევგენი პრიგოჟინმა გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი პერსპექტივები

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა დადო ფსონი იმაზე, რომ მისი კომპანიის დამოუკიდებელ ძალად შენარჩუნების ერთადერთი გზა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ წასვლა იყო, მაგრამ გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი პერსპექტივები , - ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ განცხადებაშია აღნიშნული.

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არარეგულირებად ფორმირებებზე, მათ შორის „ვაგნერზე“ კონტროლის დაწესების ვადად 1-ელი ივლისი გამოაცხადა, რაც პრიგოჟინმა მისი პოლიტიკური (და შესაძლოა პირადი) გადარჩენისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ ჩათვალა. ამიტომ, მან გადაწყვიტა, თავისი ძალების თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის შესაცვლელად გამოყენება გაერისკა. ინსტიტუტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პრიგოჟინი გეგმავდა ამ ამბოხს, რასაც მოწმობს „ვაგნერის“ მოძრაობების კოორდინაცია და სისწრაფე.

„პრიგოჟინის ამბოხებამ კიდევ უფრო შეარყია მისი მხარდაჭერის ბაზა ულტრანაციონალისტურ საზოგადოებაში, რუსეთის მთავრობაში და თავად „ვაგნერის“ რიგებში“, - აცხადებენ ექსპერტები.

ინსტიტუტის შეფასებით, პრიგოჟინმა ასევე გაანაწყენა „ვაგნერის“ მრავალი თანამშრომელი და ულტრანაციონალისტი, რომლებიც „ვაგნერის“ მიმართ სიმპათიით არიან განწყობილი, რადგან არ დაასრულა მოსკოვისკენ მსვლელობის მცდელობა. გარდა ამისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინის მიერ ლუკაშენკოსთან და კრემლთან მიღწეული შეთანხმება გააღიზიანებს „ვაგნერელებს“, რადგან ამით დასრულდა პრიგოჟინის ძალისხმევა, დაეცვა ისინი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლისგან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო