ელისეს სასახლე - ემანუელ მაკრონმა და ანჯეი დუდამ რუსეთში არსებული სიტუაციის უკრაინის ომზე შესაძლო გავლენა განიხილეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდას რუსეთში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა, - ამის შესახებ ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ლიდერებმა განიხილეს რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესაძლო გავლენა უკრაინის ომზე. მათ ასევე დაადასტურეს თავიანთი ერთგულება და სიმტკიცე, მხარი დაუჭირონ უკრაინას, რათა მან შეძლოს სრული სუვერენიტეტის აღდგენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ელისეს სასახლის ინფორმაციით, ამის შემდეგ მაკრონი დაუკავშირდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს