გერმანია უკრაინას Gepard-ის ტიპის კიდევ 30 თვითმავალ საზენიტო დანადგარს გადასცემს

გერმანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით, უკრაინას წლის ბოლომდე Gepard-ის ტიპის კიდევ 30 თვითმავალ საზენიტო დანადგარს გადასცემს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.

„გვსურს, რომ უკრაინას, აშშ-სთან თანამშრომლობით, წლის ბოლომდე Gepard-ის კიდევ 30-მდე ერთეული მივაწოდოთ“, - აღნიშნა გენერალმა ფროიდინგმა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელ კონტრშეტევაში მთავარ სუსტ წერტილად საჰაერო თავდაცვა მიაჩნია.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა? ნამდვილად არა!" - აღნიშნა გენერალმა.

მისი თქმით, გერმანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წელს კიდევ ორ IRIS-T SLM ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემას გადასცემს, 2024 წელს კი, კიდევ ოთხს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია