საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. კენჭისყრა ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე დაიწყო 19:00 საათზე დასრულდება.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაახლოებით 9.8 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოსაპოვებლად არჩევნებში 32 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.

არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ "კონსერვატიულ პარტია ახალ დემოკრატებს“, რომელსაც პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ხელმძღვანელობს, გამარჯვების დიდი პერსპექტივა აქვს.

მიცოტაკისის პარტიამ მაისში გამართულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ერთპარტიული მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 300-ადგილიან პარლამენტში ხუთი მანდატი დააკლდა. ამის შემდეგ მიცოტიაკისმა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

საბერძნეთში მოქმედი საარჩევნო რეგულაციების მიხედვით, მეორე ტურში გამარჯვებული პარლამენტში დამატებით 50 ადგილს მიიღებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“