ოლექსი დანილოვი - პრიგოჟინის ქმედებები პუტინის სისტემის დემონტაჟის პირველი ეტაპია

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, რომ „ვაგნერთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის დაშლა გარდაუვალია.

„პრიგოჟინის კაზუსმა შეიძლება დაიწყოს პროცესები არაპროგნოზირებადი შედეგებით. ათვლა დაწყებულია“, - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, პრიგოჟინის ქმედებები პუტინის სისტემის დემონტაჟის პირველი ეტაპია და „ვაგნერის“ ლიდერი მხოლოდ დესტაბილიზაციის პროცესის ჯგუფისა და გეგმის ნაწილია.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, რუსეთში არის პუტინით უკმაყოფილო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების, ჩინოვნიკებისა და ოლიგარქების ჯგუფი, გუშინდელი „როსტოვის მარში“ არის ზრახვების სერიოზულობის, შესაძლებლობებისა და პირობების შექმნის დემონსტრირება. „ძალაუფლების ტრანზიტის პროცესის დასაწყისი - ნებაყოფლობითი თუ იძულებითი“.

დანილოვს მიაჩნია, რომ პუტინის გადარჩენის ერთადერთი შანსი არის ძალოვანი ბლოკის წმენდა, „ვაგნერის“ ლიკვიდაცია, რუსეთში საომარი მდგომარეობა და მასობრივი რეპრესიები.

„უკვე არსებობს უკრაინასთან მომავალი მოლაპარაკებების რეალური რუსი ჯგუფი, მაგრამ ჯერჯერობით ის ჩრდილში რჩება, თუმცა ამ პროცესში ლუკაშენკოს მონაწილეობა არ არის გამორიცხული“, - აღნიშნა დანილოვმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის