მედია - ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა, - ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, "ვაგნერის" ლიდერის წინააღმდეგ საქმის გამოძიებას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი აგრძელებს.

პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლით შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების ფაქტზე 23 ივნისს მას შემდეგ აღძრეს, რაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან გასარკვევად მიდიოდნენ და ეს არ იყო სამხედრო გადატრიალება, არამედ „სამართლიანობის მარში“. „ვაგნერელებმა“ როსტოვსა და ვორონეჟში სამხედრო ობიექტები დაიკავეს და მოსკოვისკენ დაიძრნენ. შაბათს საღამოს, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ საველე ბანაკებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთში პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურება და ის "ბელარუსში გაემგზავრება". ამჟამად, პრიგოჟინის ადგილსამყოფელი უცნობია.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა