ჯოზეფ ბორელი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე - მონსტრი, რომელიც პუტინმა შექმნა, ახლა მას კბენს

რუსეთში მიმდინარე მოვლენები ბზარს აჩენს მის სამხედრო ხელისუფლებაში და გავლენას ახდენს მის პოლიტიკურ სისტემაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, არ არის კარგი იმის დანახვა, რომ ისეთი ბირთვული სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, შეიძლება გადავიდეს პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში.

“პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი და მონსტრი, რომელიც პუტინმა “ვაგნერის” სახით შექმნა, ახლა მას კბენს. მონსტრი მოქმედებს მისი შემქმნელის წინააღმდეგ. პოლიტიკური სისტემა აჩვენებს არამდგრადობას და სამხედრო ძალა იშლება და ეს არის უკრაინის ომის მთავარი შედეგი“, - აღნიშნა ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება