რუსეთის პრემიერ-მინისტრი - ქვეყანა კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დადგა, ადგილი ჰქონდა რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობას

ამ დღეებში ქვეყანა კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დადგა, ადგილი ჰქონდა რუსეთში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობას, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის წევრები, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, მოქმედებდნენ მკაფიოდ, ჰარმონიულად და ყველა დონეზე ინარჩუნებდნენ სიტუაციის სტაბილურობას, რათა თავიდან აეცილებინათ სიტუაციის გაუარესება და დაეცვათ მოქალაქეები ყველა შესაძლო საფრთხისგან.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია და საჭიროა მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია.

„დღეს რუსეთი ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს გადის. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დასავლეთის ფაქტობრივად, მთელი სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო მანქანა ჩვენს წინააღმდეგაა მომართული. ამ პირობებში მთავარია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მოქალაქეების უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია. აუცილებელია ვიმოქმედოთ ერთად, როგორც ერთმა გუნდმა და შევინარჩუნოთ პრეზიდენტის ირგვლივ შემოკრებილი ყველა ძალის ერთიანობა“, – განაცხადა მიშუსტინმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში