კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურის ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილებაზე, მოსკოვზე თავდასხმის შეწყვეტის შესახებ, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კომპანიის ლიდერების ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორების მუქარა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია დიდი ბრიტანეთის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე ბრიტანეთის სპეცსამსახურების ცნობით, „ვაგნერის“ დაქირავებულთა რაოდენობა 8 000 მებრძოლს შეადგენდა და არა ადრე გაცხადებული 25 000.
ინფორმაციის თანახმად, დიდი ალბათობით, რუსეთის დედაქალაქზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობის დროს, ისინი დამარცხდებოდნენ.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ახლა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის ჯარში „ვაგნერის“ მებრძოლთა ასიმილირებაზე და მათი ლიდერების მოშორებაზე ზრუნავს.
მედიის ვარაუდით, ზუსტად ეს გახდა იმის მიზეზი, თუ რატომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება პრიგოჟინმა.
ასევე, უცნობია, რა ფორმალური გარიგება დაიდო „ვაგნერის“ ლიდერთან, თუ ასეთი საერთოდ იყო დადებული.