ირაკლი კობახიძე რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე - ყველას მოვუწოდეთ, ყოფილიყვნენ მშვიდად, თუმცა ოპოზიციამ არ გაითვალისწინა - მათ ყურად არ იღეს ჩვენი გაფრთხილება, რომ უბრალოდ არ უნდა ამჩატებულიყვნენ

თქვენ იხილეთ აჟიტირებული და ამჩატებული ოპოზიცია, მთელი დღის განმავლობაში ათასი სულელური განცხადება კეთდებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველას მოუწოდებდნენ, რომ მშვიდად ყოფილიყვნენ, თუმცა ოპოზიციამ ეს არ გაითვალისწინა.

„ჩვენ იმ დღეს დილიდან გავაკეთეთ განცხადება. ყველას მოვუწოდეთ, რომ ყოფილიყვნენ მშვიდად, თუმცა ოპოზიციამ ეს არ გაითვალისწინა. თქვენ იხილეთ აჟიტირებული და ამჩატებული ოპოზიცია. მთელი დღის განმავლობაში ათასი სულელური განცხადება კეთდებოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, მათ ყურად არ იღეს ჩვენი გაფრთხილება და მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ, უბრალოდ, არ უნდა ამჩატებულიყვნენ. ყურად არ იღეს ეს ყველაფერი და ამიტომ მოუწიათ სულელური, არასწორი, არაადეკვატური, ირაციონალური განცხადებების კეთება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება