უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ქოლერის ეპიდემიის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ქოლერის ეპიდემიის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქოლერის ეპიდემიის შესახებ გავრცელებულ ცნობებს რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური სპეციალური ოპერაციის ნაწილად აფასებს.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ ოლქების ტერიტორიაზე ქოლერის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის დარეგისტრირებული", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობები ხერსონის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის და ოდესის ოლქებთან დაკავშირებით გავრცელდა.