ანონსი  27 ივნისი

27 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის - „ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი სამუშაო ადგილების შესაქმნელად საქართველოში“ გაიმართება, რომელსაც პროფკავშირების, მთავრობის, დანიის საელჩოს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

თემა: მინიმალური ხელფასის როლი და მნიშვნელობა, ღირსეული სამუშაოს მომავალი და პერსპექტივები საქართველოში.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი 1

27 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ახალი პროდუქტის - სოფლის მეურნეობის სტატისტიკის პორტალის პრეზენტაციას გამართავს.

მის: შოთა რუსთაველის #7, 1 სართული, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი

27 ივნისს, 10:30 საათზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიების თაობაზე კონფერენცია გაიმართება.

თემა: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საგამოძიებო სამსახურის ერთი წლის საქმიანობის მთავარ მიღწევებს, გამოწვევებს და შედეგებს გააცნობს.

მის: თელავის ქ. N20 (სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“)

საკონტაქტო: ანი წიკლაური - 599 29 60 50

27 ივნისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „რუსეთში განვითარებული მოვლენები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, საკრებულოს ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა თბილისისათვის“ თავმჯდომარე საბა ბუაძე ურბანულ საკითხებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: თავისუფლების N2

27 ივნისს, 11:00 საათზე, ბათუმის მერიაში საკრებულოს სხდომის დაწყებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „კორუფცია და ნეპოტიზმი ბათუმის მერიაში“.

მის: ბათუმი, ლუკა ასათიანის N25 (მერიის შენობა)

საკონტაქტო: რეზო ხარაზი - 577414401

27 ივნისს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი, საბა ბუაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „თბილისში ურბანული გენოციდი გრძელდება,ამჟამად დიდ დიღომში“.

მის: თავისუფლების მოედანი #4

27 ივნისს, 11:00 საათზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599726565

27 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 ივნისს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

27 ივნისს, 12:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტს წერილობით მიმართავს. თემა: საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეკრება მრავალპარტიულ ფორმატში.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.8 (საქართველოს პარლამენტი)

საკონტაქტო პირი: 598 002 110

27 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

27 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 ივნისს, 16:00 საათზე, საჯარო დისკუსია - „ადამიანის უფლებები ტრადიციულ საზოგადოებაში“ გაიმართება.

მის: ივ. ჯავახიშვილის ქ. 7, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

საკონტაქტო: სოფო ჭიჭინაძე - 599 19 69 07

27 ივნისს, 19:30 საათზე, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში“ პროექტის „ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციების“ მონაწილეების სერთიფიკატებით დაჯილდოება გაიმართება.

მის: კოსტავას 75ბ

საკონტაქტო: ნინო ხომერიკი - 599 88 15 05

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით