ევგენი პრიგოჟინი რუსეთში აჯანყების დაწყების მიზეზებს განმარტავს

ევგენი პრიგოჟინმა აჯანყების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და მიზეზები განმარტა. მის დაახლოებით 12 - წუთიან აუდიო კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

პრიგოჟინის თქმით, კამპანიის მიზეზი „ვაგნერის“ დაშლის გეგმები იყო.

„ინტრიგების, არასწორად გააზრებული გადაწყვეტილებების შედეგად, ამ ერთეულს [ვაგნერს] უნდა შეეწყვიტა არსებობა 2023 წლის 1-ელ ივლისს“, - ნათქვამია მის შეტყობინებაში.

„ერთ დღეში გავიარეთ 780 კილომეტრი. დარჩენილი იყო 200 კილომეტრზე მეტი მოსკოვამდე. ადგილზე არცერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. ვწუხვართ, რომ იძულებული გავხდით, დარტყმა მიგვეყენებინა საჰაერო ობიექტებზე. კამპანიის მიზანი იყო თავიდან აგვეცილებინა "ვაგნერის" განადგურება, ასევე, პასუხისგებაში მიცემა იმ პირებისა, რომლებმაც თავიანთი არაპროფესიონალური ქმედებებით დაუშვეს უამრავი შეცდომა „სპეცოპერაციის“ დროს. ამას ითხოვდა საზოგადოება“, - აღნიშნა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მას სურდა თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა რუსეთში და ასევე, მსვლელობას უწოდა საპროტესტო დემონსტრაცია და არა ქვეყანაში ხელისუფლების დამხობის მცდელობა.

„მსვლელობის მიზანი იყო „ვაგნერის“ განადგურების თავიდან აცილება და მათი პასუხისგებაში მიცემა, ვინც თავისი არაპროფესიონალური ქმედებებით დაუშვა დიდი რაოდენობით შეცდომები სპეცოპერაციის დროს“ , - განაცხადა პრიგოჟინმა აუდიო შეტყობინებაში.

„ვაგნერის“ ხელმძღვანელის თქმით, მათ მასტერკლასი აჩვენეს, როგორი უნდა ყოფილიყო 24 თებერვალი, უკრაინაში შეჭრის დღე.

„ჩვენმა მსვლელობამ აჩვენა ქვეყანაში უსაფრთხოების დიდი პრობლემები. გზად ყველა სამხედრო ნაწილი გადავკეტეთ. 24 საათში ჩვენ დავფარეთ მანძილი, რომელიც ტოლია რუსეთის სპეცოპერაციის დაწყების ადგილიდან კიევამდე, ან უჟგოროდამდე. 2022 წლის 24 თებერვალს ჩვენნაირი ხალხი რომ ყოფილიყო იქ, სპეცოპერაცია ერთ დღეს გაგრძელდებოდა. ჩვენ ვაჩვენეთ ორგანიზებულობის დონე, რომელსაც რუსული არმია უნდა შეესაბამებოდეს. რუსეთის ქალაქების მშვიდობიანი მოქალაქეები დროშებით დაგვხვდნენ და გახარებულები იყვნენ. ჩვენ ვაჩვენეთ მასტერკლასი, როგორი უნდა ყოფილიყო 24 თებერვალი. ჩვენ არ ვაპირებდით რეჟიმის დამხობას“, - დასძინა მან.

პრიგოჟინს არ უსაუბრია ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების დეტალებზე და ვაგნერის გეგმებზე.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით