ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირს ჯერჯერობით არ აქვს მზა სტრატეგია რუსეთში არაპროგნოზირებადი მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირს ჯერჯერობით არ აქვს სტრატეგია რუსეთში არაპროგნოზირებადი მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია რუსეთში შექმნილი ვითარების გაანალიზებას ახდენს და შესაძლო სცენარებს განიხილავს.

"თქვენ მეკითხებით, გვაქვს თუ არა სტრატეგია რუსეთში პოლიტიკური არაპროგნოზირებადობასთან დაკავშირებით. სტრატეგიის შემუშავებას, მდგომარეობიდან გამომდინარე, დრო სჭირდება. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მე ვთვლი, შეიძლება ითქვას, რომ შესაძლო სცენარების გაანალიზება ხდება. თუმცა მზა სტრატეგია არ გვაქვს", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ევროკომისარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა შეცვალა თავისი ხედვა რუსეთთან და მისგან შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით.

"რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ იმის გამო, რომ აქვს სამხედრო შესაძლებლობები ომის პროვოცირებისთვის, რაც უკვე აჩვენა, არამედ შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო", – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს