ლატვია რუსებისთვის ყველა სახის ვიზის გაცემას წყვეტს

ლატვია „რუსეთში შიდა პოლიტიკური მოვლენების არაპროგნოზირებადი განვითარების გამო“, რუსებისთვის ყველა სახის ვიზების გაცემას წყვეტს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ივნისიდან ლატვიის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები საზღვარგარეთ შეწყვეტენ ყველა სახის სავიზო განაცხადის მიღებას რუსეთის მოქალაქეებისგან.

უწყებაში განმარტავენ, რომ 25 ივნისამდე შემოსული სავიზო განაცხადები განიხილება.

24 ივნისს, "ვაგნერის" მეთაურის ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთში გადატრიალების მცდელობის ფონზე, ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა რუსებისთვის ყველა სახის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, მათ შორის ჰუმანიტარული მიზნით.

მოგვიანებით, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ საუბარია იმაზე, რომ ვიზები არ გაიცემა მათზე, ვინც რუსეთს ტოვებს "ვაგნერის" აჯანყების ფონზე.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში