ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე - ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური მას რუსეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიდა და ამ საკითხზე zoom-ის ფორმატში მოკავშირეებთან შეხვედრაც შედგა.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ პროცესში ჩართულნი არ ვიყავით. ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს. ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ გააგრძელებს, როგორც ამ მოვლენების, ასევე რუსეთისა და უკრაინისთვის მათი შედეგების შეფასებას, თუმცა საბოლოო დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიტანს ეს ყველაფერი, ჯერ ნაადრევია.

ჯო ბაიდენის თქმით, ამ საკითხზე მას ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება