იენს სტოლტენბერგი - ნატო მზად არის, ალიანსის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვას

ლიეტუვაში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გერმანელ და ლიეტუველ სამხედროებს შეხვდა, რომლებიც Griffin Storm-ის წვრთნებში იღებენ მონაწილეობას.

განცხადებას ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის დროს ნატოს გენმდივანს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი შეუერთდნენ.

Griffin Storm-ის წვრთნების მიზანს გერმანიის მეთაურობით ლიეტუვაში არსებული ნატოს საბრძოლო ჯგუფის ბრიგადის დონემდე სწრაფ გაძლიერებას წარმოადგენს.

"წვრთნებს მკაფიო სიგნალი აქვს: ნატო მზად არის ალიანსის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვას. ჩვენ, ასევე, იმის დემონსტრირებას ვახდენთ, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფი გაძლიერება შეგვიძლია ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ასევე ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ვილნიუსის სამიტზე ალიანსი ახალ რეგიონულ გეგმებს მიიღებს, „კონკრეტული ძალებითა და საშუალებებით, რომელიც ალიანსის კონკრეტული წევრებისთვის იქნება განკუთვნილი“.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის