ანა მალიარი აცხადებს, რომ  რუსი სამხედროები უკრაინის დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე არიან კონცენტრირებულნი და არა „ახალ მიღწევებზე“

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, რუსი სამხედროები ნებისმიერ ფასად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის არდაშვებას ან მის არსებით შენელებას და გართულებას შეეცდებიან.

„რუსი სამხედროები გაცილებით უკეთ არიან მოტივირებულები არ დააბრუნონ დაკავებული ტერიტორია, ვიდრე გააგრძელონ უკრაინის სხვა ტერიტორიების ოკუპირების მცდელობები“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ახლა რუსეთის ფედერაციის ამოცანაა, კაშხლების აფეთქებით, ველების დანაღმვით, უწყვეტი სროლით, დივერსიებით, საინფორმაციო ესკალაციით და „ბირთვული რიტორიკით“ შეაჩეროს დაწყებული კონტრშეტევა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა