ვლადიმერ პუტინი - სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და შიდა ამბოხის მოწყობის მცდელობა მარცხით დასრულდება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსული საზოგადოება კონსოლიდირებულია. ამის შესახებ მან მიმართვაში განაცხადა.

პუტინმა ისაუბრა „ვაგნერთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ვაგნერელების" აბსოლუტური უმრავლესობა" რუსეთის პატრიოტები არიან.

„უკან დაბრუნებით მათ თავიდან აიცილეს შემდგომი სისხლისღვრა“, - დასძინა პუტინა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საფრთხის განეიტრალების ყველა საჭირო გადაწყვეტილება თავიდანვე იქნა მიღებული.

„სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და შიდა ამბოხის მოწყობის მცდელობა მარცხით დასრულდება“, - განაცხადა მან და დასძინა: „ამბოხება მაინც ჩახშობილი იქნებოდა და ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ მათი ქმედებები კრიმინალური იყო“.

ასევე, პუტინმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს გაწეული ძალისხმევისთვის სიტუაციის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის, მაგრამ განმარტა, რომ საზოგადოების ერთიანობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი