ვლადიმერ პუტინი - ამბოხის ორგანიზატორებმა სახელმწიფოს უღალატეს - შეიარაღებული ამბოხი ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა

მადლობას ვუხდი „ვაგნერის“ ჯგუფის იმ ჯარისკაცებს და მეთაურებს, რომლებმაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს - არ წავიდნენ ძმათამკვლელ სისხლისღვრაზე და ბოლო ხაზთან შეჩერდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლთა უმეტესობა - რუსეთის პატრიოტია.

მან ასევე „ვაგნერის“ მებრძოლებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტზე ხელისმოწერა, სახლში დაბრუნება ან ბელარუსში გადასვლა შესთავაზა.

„ამბოხის ორგანიზატორები სახელმწიფოს და მათთან მყოფებს უღალატეს. შეიარაღებულ ამბოხი ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა. სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვეტილებები ჩემი პირდაპირი დავალებით იქნა მიღებული ", - ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაღუპული პილოტების თავდადებამ ქვეყანა საზარელი შედეგებისგან იხსნა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს