ჯონ კირბი - „ვაგნერის“ წინააღმდეგ საჭირო ზომების მიღებას გავაგრძელებთ, რათა შევზღუდოთ მათი შესაძლებლობები, დათესონ ქაოსი და ძალადობა

შეერთებული შტატები გააგრძელებს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერზე“ ზეწოლას, რათა მის დაქირავებულ მებრძოლებს ჩამოართვან შესაძლებლობა, დათესონ ქაოსი და ძალადობა მსოფლიოში, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

”ვფიქრობ, იცით, რომ ვმუშაობთ იმაზე, რომ “ვაგნერს” პასუხისმგებლობა დაეკისროს. ის ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების სიაშია შეტანილი. ჩვენ მათ სანქციები დავუწესეთ. გავაგრძელებთ საჭირო ზომების მიღებას, რათა შევზღუდოთ მათი შესაძლებლობები, გააგრძელონ ქაოსისა და ძალადობის დათესვა, სადაც არ უნდა იყვნენ“, - აღნიშნა კირბიმ.

ამასთან, მისი თქმით, ნაადრევია იმის თქმა, თუ სად წავა „ვაგნერი“, როგორც ორგანიზაცია, ან სად წავა მისი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამ კომპანიის ხელმძღვანელობის თვალსაზრისით.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ პრიგოჟინის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ცნობისათვის, ორი დღის წინ გამოცემა The Wall Street Journal-მა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინმა ამბოხების მცდელობა მოაწყო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, აფრიკაში "ვაგნერის" "ოქროს ბიზნესის" წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციების დაწესება გადაედო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება