ბალტიის ქვეყნებში Ramstein Alloy-ის წვრთნები მიმდინარეობს

ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში Ramstein Alloy-ის საჰაერო ძალების საერთაშორისო წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნების ორგანიზატორები ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურობა და ეროვნული შეიარაღებული ძალები არიან.

წვრთნების მსვლელობისას მოკავშირეთა სამხედრო-საჰაერო ძალები დიდი ბრიტანეთიდან, ლიეტუვიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან სწრაფი რეაგირების ხერხებს, მათ შორის კავშირგაბმულობის დაკარგვის შემთხვევაში, ასევე ძებნისთვის და გადარჩენისთვის, ხელში ჩაგდებისთვის საჭირო საბრძოლო მოქმედებებს, საჰაერო მხარდაჭერას და ჰაერში თვითმფრინავების დამატებით გამართვას დაამუშავებენ.

აღნიშნულია, რომ წვრთნები ბალტიის რეგიონში მოკავშირეთა და პარტნიორი ქვეყნების არსებობას გააძლიერებენ.

Ramstein Alloy-ი ბალტიის ზღვაში საწვრთნელი ფრენების გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც 2008 წლიდან რეგულარულად ტარდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა