ყირიმში რკინიგზა ააფეთქეს

ყირიმში რკინიგზა ააფეთქეს

ყირიმის კიროვის რაიონში რკინიგზის შტო ააფეთქეს, - ინფორმაციას „ყირიმის პარტიზანებზე“ დაყრდნობით „უკრინფორმი“ ავრცელებს.

„დროებით ოკუპირებულ ყირიმში პატრიოტებმა ლიანდაგი დააზიანეს და ამით ოკუპანტების ლოგისტიკა დაარღვიეს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდარს რუსული მხარეც ადასტურებს.

„შემთხვევის დროს არავინ დაშავდა. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომლებიც 4-დან 8 საათამდე გასტანს“, - აცხადებს ოკუპირებული რესპუბლიკის მეთაური სერგეი აქსიონოვი.