გვაქვს შეშფოთება ნებისმიერ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ან სხვა ზომების სანქციების თავიდან არიდებას შეეცდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„გვაქვს შეშფოთება ნებისმიერ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც შეეცდება თავიდან აირიდოს სანქციები და სხვა ზომები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დავაწესეთ. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ გზებს, რომლითაც შეგვიძლია ან გამკაცრდეს სანქციები, ან მკაცრი ზომები მივიღოთ ნებისმიერი ფიზიკური პირის ან კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს თავიდან აიცილოს ისინი, მაგრამ ჩემი მხრიდან მიზანშეწონილი არ იქნება მათ შესახებ დაწვრილებით საუბარი“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.