ალექსანდრე ლუკაშენკო - რუსეთში ამბოხის მცდელობის დროს, არმია საბრძოლო მზადყოფნაში მყავდა

ალექსანდრე ლუკაშენკო - რუსეთში ამბოხის მცდელობის დროს, არმია საბრძოლო მზადყოფნაში მყავდა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში „გენერლის სამხრეულის“ გადაცემის ცერემონია ჩაატარა. ლუკაშენკომ ღონისძიებაზე რუსეთში ამბოხის მცდელობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„რუსეთში ამბოხის მცდელობის დროს, არმია საბრძოლო მზადყოფნაში მყავდა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, მისივე თქმით, საზღვარგარეთ მყოფ ბელარუსულ ოპოზიციას ქვეყანაში შეიარაღებული ამბოხის მოწყობა უნდოდა, მაგრამ მოხდა „ფალსტარტი“.