რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - „ვაგნერი“ თავდაცვის სამინისტროსთვის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადასაცემად ემზადება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ უწყებისთვის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაცემას გეგმავს.

„მიმდინარეობს მზადება „ვაგნერის“ მძიმე სამხედრო ტექნიკის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისთვის გადასაცემად“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ „ვაგნერელებს“ მიმართა და თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტზე ხელისმოწერა, სახლში დაბრუნება ან ბელარუსში გადასვლა შესთავაზა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს