„ეფ-ეს-ბე“-ში აცხადებენ, რომ შეიარაღებული ამბოხებების ფაქტზე აღძრული საქმე დახურეს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა შეიარაღებული ამბოხების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა, - ინფორმაციას რუსული მედია“ეფ-ეს-ბე“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეიარაღებული ამბოხების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ მისმა მონაწილეებმა 24 ივნისს შეწყვიტეს ქმედებები, რომლებიც უშუალოდ დანაშაულის ჩადენისკენ იყო მიმართული“, - განმარტავენ უწყებაში.

„ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლით შეიარაღებული ამბოხების ორგანიზების ფაქტზე 23 ივნისს მას შემდეგ აღძრეს, რაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან გასარკვევად მიდიოდნენ და ეს არ იყო სამხედრო გადატრიალება, არამედ „სამართლიანობის მარში“. „ვაგნერელებმა“ როსტოვსა და ვორონეჟში სამხედრო ობიექტები დაიკავეს და მოსკოვისკენ დაიძრნენ. შაბათს საღამოს, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ საველე ბანაკებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა