უკრაინის შეიარაღებული ძალები - შავ და აზოვის ზღვაში რუსეთს ხუთი საბრძოლო ხომალდი ჰყავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, შავ და აზოვის ზღვაში საბრძოლო მორიგეობაზე რუსეთს ხუთი ხომალდი ჰყავს, მათ შორის რაკეტმზიდები არ არის.

“27 ივნისის მდგომარეობით, საბრძოლო მორიგეობაზე შავ ზღვაში იმყოფება 4 რუსული ხომალდი, აზოვის ზღვაში - 1", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ფედერაციას 8-მდე საბრძოლო ხომალდი ჰყავს, მათ შორის ერთი „კალიბრების“ მზიდი ხომალდი, 4 რაკეტამდე საერთო ზალპის საშუალებით.

ოპერატიული მეთაურობის „სამხრეთის“ გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელის ნატალია ჰუმენიუკის ინფორმაციით კი, შავ ზღვაში რუსეთს 7, ხოლო აზოვის ზღვაში 1 ხომალდი ჰყავდა, მათ შორის, რაკეტმზიდები არ არის.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება