გაერო - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, მათგან 77 სიკვდილი დასაჯეს

უკრაინაში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, რუსეთმა კონფლიქტის დაწყების შემდეგ 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ მისიის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, დაკავებულებიდან 77 პირი სიკვდილით დასაჯეს.

გაერო-ს ადამიანის უფლებების ოფისმა გამოავლინა თვითნებური დაკავებების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის წამების, არასათანადო მოპყრობისა და გაუჩინარების.

ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთის მიერ დაკავებები განხორციელდა როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება