უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რუსეთის კალუგას ოლქში, „შაიკოვკას“ აეროდრომიდან Ту-22М3 ტიპის თვითმფრინავები აფრინდნენ. სარაკეტო თავდასხმის საფრთხე! Ту-22М3 თვითმფრინავებიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვების საფრთხე! ნუ უგულებელყოფთ საჰაერო განგაშის სიგნალს!" - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში.
მოგვიანებით, საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააფიქსირეს რაკეტების გაშვება და ისინი პოლტავას ოლქის ქალაქ კრემენჩუგის მიმართულებით მიფრინავდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემენჩუგსა და სუმის ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა.