ვლადიმერ პუტინი - ამბოხებაში ჩათრეულმა ადამიანებმა  დაინახეს, რომ ჯარი და ხალხი მათთან არ იყო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედროებს მიმართავს. როგორც პუტინი განმარტავს, ამბოხის ჩახშობაში სამხედროებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

„თქვენ ფაქტობრივად შეაჩერეთ სამოქალაქო ომი, იმოქმედეთ მკაფიოდ და შეთანხმებულად. ამბოხის მცდელობის დროს ჩვენ არ მოგვიწია სამხედრო ოპერაციის ჩატარების ზონიდან სამხედროების მოხსნა. თქვენმა გამბედაობამ და სიმამაცემ, საზოგადოების კონსოლიდაციასთან ერთად, ამბოხის ჩახშობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ნამდვილი დამცველები რთულ დროს წინ დაუდგნენ იმ არეულობას, რომლის შედეგები ქაოსი იქნებოდა“, - განაცხადა პუტინმა სობორის მოედანზე, სადაც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს, "როსგვარდიის", უსაფრთხოების სამსახურისა და შსს-ს ქვედანაყოფების მოსამსახურეებს მიმართა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა