ვიქტორ ზოლოტოვი - რუსეთის გვარდია მძიმე იარაღს და ტანკებს მიიღებს

რუსეთის ეროვნული გვარდია მძიმე იარაღს და ტანკებს მიიღებს, - ამის შესახებ გვარდიის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ზოლოტოვმა ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან განიხილეს.

ზოლოტოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის გვარდიის მებრძოლებმა შეიარაღებული ამბოხების მცდელობის დროს კომპეტენტურად იმოქმედეს.

მისი თქმით, რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან ერთად იმოქმედა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა